„2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან უქმდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“
ინფორმაცია განახლებულია!
დღეს, 24 ივნისს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილეს.
სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ უქმდება განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სსიპ.
მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან უქმდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო და მისი უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათი
„იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესის ერთიანობა, საქართველოს მთავრობას დაევალება, განსაზღვროს სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებები და გადასცეს მათ უფლებამოსილებები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მიმდინარე პროექტებს ამ საკანონმდებლო ცვლილებით პრობლემა არ შეექმნება.
იხილეთ კომიტეტის თავმჯდომარის სრული განმარტება: ვიდეო
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირა და დაიგეგმა, რომ ცვლილება 27 ივნისს დამტკიცდება.
ამავე თემაზე:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება