სკოლებში არსებული დარღვევების გამო 9 დირექტორი გათავისუფლდა, 20 საქმე კი სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრო მუდმივად ახორციელებს სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმებას და ისინი მზად არიან შემოწმების პროცესში მომზადებული ყველა სახის დოკუმენტაცია მიაწოდონ დაინტერესებულ მხარეებს.
“განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას მიაწოდოს ყველა სახის დოკუმენტაცია და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან – სახალხო, დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი”, – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.
მისივე თქმით, სამინისტრო რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის შესწავლას სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის სრულყოფის მიზნით.
ნათია ზედგინიძემ ბრიფინგზე სკოლებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა.
“სამინისტროს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად, დაიწერა 98 დასკვნა, 49 სკოლას მიეცა მითითება და გაფრთხილება, გათავისუფლდა 9 სკოლის და ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე”, – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე