ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი გარდაიცვალა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა.
ია კერზაია კვირაზე მეტია ქუთაისის ინტერვენციული მედიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში ინსულტის დიაგნოზით გადიოდა მკურნალობას.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლის შემდეგ გაუარესდა, როგორც თავად გარდაცვალებამდე აცხადებდა, მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა და სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლასაც საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებდა.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების პროცესში, რომელიც მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 8-ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა, გამოვლენილ იქნა მთელი რიგი დარღვევები.
არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის დღემდე სკოლის მოქმედი დირექტორი იყო.
რა დარღვევები აღმოუჩინეს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს
ანუკი წიწილაშვილი
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე