GE

სკოლებში ვაშლების დარიგება ოქტომბრიდან დაიწყება

საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება ოქტომბრიდან დაიწყება – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ 143-ე საჯარო სკოლაში სტუმრობის დროს განაცხდა.

„ოქტომბრიდან კვირაში ერთხელ სკოლაში ვაშლი დაიწყებს სტუმრობას და კიდევ ძალიან ბევრი სიახლე იქნება ამ მიმართულებით. ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სკოლა არ არის მხოლოდ აკადემიური ცოდნის მისაღები ადგილი ეს არის მეგობრობის, ჯანსაღი ცხოვრებისა და სრულფასოვანი და ბედნიერი ადამიანის აღზრდის ადგილი“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ  EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მისივე განმარტებით სამინისტროს სწორედ ეს მიზანი ჰქონდა, რომ ვაშლის შესახებ ყველას ესაუბრა და მიაღწია კიდეც.

„კამპანიის მიზანი აქვს ამ ყველაფერს, თქვენ ყველანი ამაზე რომ ლაპარაკობთ სწორედ ეს იყო მიზანი. ძალიან გვიხარია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მივაქციეთ თქვენი, ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღება. ვაშლები ამ შემოდგომის თემაა, მომავალ წელს სხვა თემები იქნება.

რაც შეეხება შეკითხვას, 10 სკოლის ჩამონათვალში რატომ ვერ მოხვდა რეგიონის ვერც ერთი სკოლა, მოგახსენებთ, რომ სოფლებში ძირითადად სპორტულ აქტივობაზე გვაქვს აქცენტი. იქ შედარებით უფრო არსებობს ჯანსაღი კვების საშუალება. ქალაქის დიდი სკოლები იმიტომ ავირჩიეთ, რომ ეს ადგილებია, სადაც ყველაზე არაჯანსაღი კვება და ცხოვრების წესია დამკვიდრებული. გვინდა, რომ საზოგადოების და მშობლების ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ აკადემიური შედეგისთვის და ბავშვის კარგად ყოფნისთვის რას სწავლობს და სად სწავლობს ამაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და ჯანსაღი კვება“, – განმარტა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სკოლების სია, სადაც განათლების სამინისტრო ვაშლს დაარიგებს

განათლების სამინისტრო 10 სკოლისთვის 78 000 ლარის ღირებულების ვაშლს შეიძენს – ტენდერის პირობები

სკოლის ბუფეტებში ზოგიერთი საკვების გაყიდვა აიკრძალება – სია

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური