სკოლის დირექტორების დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პირველივე მოსმენაზე ჩავარდა
პარლამენტმა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატანი კიდევ ერთი ცვლილება არ დაამტკიცა. დეპუტატ სერგო რატიანის მიერ ინცირებული ცვლილება, რომელიც სკოლის დირექტორების დანიშვნის წესს ეხებოდა, დეპუტატებმა პირველი მოსმენით ჩააგდეს.
49 მომხრე და რვა წინააღმდეგი ასეთი შედეგი დაფიქსირდა ტაბლოზე. თუმცა კანონპროექტი კვორუმის არ არსებობის გამო არ დამტკიცდა. რატიანის კანონპროექტს სულ რაღაც 4 ხმა დააკლდა.
როგორც დეპუტატმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნა, იგი აღნიშნულ საკითხზე პარლამენტს კანონპროექტს მომავალშიც წარუდგენს.
,,ალბათ, ამ კანონპროექტში რაღაცეებს შევცვლი და ისევ დავაყენებ დღის წესრიგში, ოღონდ ამისთვის დრო დამჭირდება,”- განაცხადა დეპუტატმა.
მან კომენტარი დეპუტატ კობა სუბელიანის ინცირებულ კანინპროექტზეც გააკეთა, რომელიც სასკოლო ასაკის განსაზღვრას ეხებოდა.
,, სუბელიანის კანონპროექტიც ჩააგდეს, იმ ადამიანებმა არ დაუჭირეს მხარი, ვინც პირველ ჯერზე მხარი დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათზე იმოქმედეს და წელში გატეხეს. სამწუხაროდ ასე ხშირად ხდება დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობაში,”- განაცხადა რატიანმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში.
ეკა არის© წივწივაძე
-
რას ითხოვს განათლების მიმართულებით საქართველოსგან ევროკომისიის ანგარიში – დეტალები დოკუმენტიდან
by ARIS.GE-განათლება
-
დღეს სკოლებში ძალადობის, ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე აღინიშნება
by ARIS.GE-განათლება
-
გამოსავალი ქვეყნებს, სადაც დიპლომი ყველას აქვს, სამსახური – ძალიან ცოტას – რეკომენდაციები UNESCO-ს ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება