GE

სკოლის დირექტორებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო და ჟურნალი შეიქმნება

განათლების სამინისტრო სკოლების მმართველი ადმინისტრაციებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოს და ჟურნალის შექმნას აპირებს. გარდა ამისა, სამინისტრო, სკოლის მენეჯმენტის დასახმარებლად საკონსულტაციო ჯგუფებს დაიქირავებს, რომლებიც მათ ფინანსური თუ სხვა საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარებიან. ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ მართალია სკოლის დირექტორები გადიან მილენიუმის პროგრამით გათვალისწინებულ ტრენინგებს, თუმცა კარგი იქნებოდა მათთვის დამატებითი კურსები არსებობდეს.

„გვინდა რომ დირექტორებს ქონდეთ საშუალება ყველა რეგიონში დამატებით სხვა ტრენინგიც მიიღონ. გარდა ამისა, ვაპირებთ, რომ შევქმნათ  სკოლის მენეჯმენტის სახელმძღვანელო, ასევე გვინდა რომ გავაკეთოთ ყოველთვიური ჟურნალი სკოლის მართვის თემაზე, ელექტრონულიც და ბეჭდურიც. თქვენც, სკოლის დრექტორებს, მოგცემთ საშუალებას სხვასაც გაუზიაროთ თქვენი წარმატებული გამოცდილება, დასვათ შეკითხვები და პასუხები მიიღოთ.

„ასევე ვაპირებთ შევქმნათ საკნსულტაციო ჯგუფი აუდიტისგან დამოუკიდებლად, რომელიც სუფთა მენეჯერულ საკითხებში დაეხმარება სკოლას. ანუ, ჩვენ დავაფინანსებთ, რომ  წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, რაღაც ჯგუფი მოვიდეს სკოლაში, იქ ფინანსისტიც იყოს, იურისტიც, მენეჯერიც და სკოლის დირექტორის დაკვეთა შეასრულოს. ისევე, როგორც  ბევრ ორგანიზაციაში არის დაქირავებული კონსულტანტი, ამ შემთხვევაში ეს თქვენთვის უფასო იქნება და ჩვენ გადავიხდით. რა ეფექტს მოგვიტანს ეს პროექტი, თქვენზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება კონსულტანტისგან ვერაფერი ხეირი ვერ მიიღო, გააფუჭებინო საქმე, ასეთი შემთხვევბიც არის. ან პირიქით, შეიძლება კარგად გამოიყენო“, – უთხრა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლების დირექტორებს.

სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი

სკოლის დირექტორის 21 ქმედება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე

რას ავალდებულებს მოსწავლეს, მასწავლებელს და სკოლის დირექტორს ქცევის კოდექსი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური