სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება
დღეს, 22 იანვარს, საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონში საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი, ტესტირება იმართება. ტესტირებისთვის რეგისტრირებულია სამი ათასზე მეტი აპლიკანტი და ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში არიან გადანაწილებული.
სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირებისთვის საგამოცდო ცენტრები და ქცევის წესები გამოქვეყნდა
ტესტირების პროცესი ელექტრონული ფორმით, 12:00 საათზე დაიწყება და 5 საათს გასტანს. დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ და წარმოადგინონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობისა ან პასპორტის არქონის შემთხვევაში, აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
რა უნდა იცოდეს სერტიფიცირების მსურველმა ტესტირების წარმატებით გავლისთვის
ტესტის მაქსიმალურ ქულათა ჯამი შეადგენს 80 ქულას, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოიცავს დახურულ კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 20 ქულა) და პროფესიული უნარები, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 60 ქულა).
კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა
-
მინისტრი, მოადგილეები და მათი თანაშემწეები – როგორ ნაწილდება ხელფასები თანამდებობების მიხედვით განათლების სამინისტროში 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, რა ოდენობის ხელფასს მიიღებენ 2026 წელს საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები და თანამშრომლები
by ARIS.GE-განათლება
-
„გადავალთ აქტიურ ფაზაში“ – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია მთავრობას უახლოეს დღეებში წარედგინება
by ARIS.GE-განათლება