„სკოლის ექიმებს ხელფასი 20%-ით მოვუმატოთ“ – რა პასუხი აქვს დეპუტატის კითხვაზე მთავრობას
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის, ლადო კახაძის განცხადებით, დღეს “სკოლის ექიმის ხელფასი არასწორია”.
ამის შესახებ მან 7 ოქტომბერს, კომიტეტის სხდომაზე, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა და კონკრეტული კითხვით გინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა.
“გვაქვს თუ არა განსაზღვრული სკოლის ექიმების ხელფასის არა 10%-იანი, არამედ ცოტა მეტი მატება. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირველი საფეხურით დავიწყოთ და 20%-ით მოვუმატოთ ხელფასი სკოლის ექიმებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ საკითხში წინ წავალთ”, – განააცხადა ლადო კახაძემ.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე დაგეგმილი აქვთ 10%-იანი ზრდა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რესურსებზე და მატების სურვილი მთავრობას აქვს.
“სამინისტროსაც აქვს სურვილი და სურვილი ყველას გვაქვს, უბრალოდ, რესურსების გადანაწილებაა, ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ იმ სტანდარტული ზრდის გარდა, უფრო მაღაალი მოცულობით გაკეთდეს.
ჩვენ, მაგალითად, [სკოლის] პედაგოგების ნაწილში ეს გავაკეთეთ და 2024 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება, საკმაოდ დიდი ზრდა გამოვიდა. ჯერჯერობით 10%-იანი ზრდა შემიძლია, რომ გარანტირებულად გითხრათ როგორც ექიმების, ისე ადმინისტრაციის შემთხვევაში, თუმცა ათი პროცენტის ზევით რისი შესაძლებლობა იქნება და როგორ იქნება ამ ნაწილში [სკოლის ექიმები], ამაზე ვიმუშავებთ”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილვისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 615 მილიონი ლარით განისაზღვრა.
მისივე განცხადებით, ჯამში, განათლების და მეცნიერების მიმართულებით 3 მილიარდ 400 მილონ ლარზე მეტია გამოყოფილი (ინფრასტრუქტურის ჩათვლით), რომლის ფარგლებშიც საჯარო სკოლების დაფინანსებაზე 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი მიიმართება. 500 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე კი 110 მილიონი ლარი.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე ჯამურად 800 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილში 200 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.
ამავე თემაზე:
„სკოლის ექიმის ფუნქციას საგანმანათლებლო კომპონენტი დაემატება“
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება