სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში – NAEC-მა კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცდებთან დაკავშირებით გატარებულმა რეფორმებმა არა ერთი კითხვა დატოვა ღიად. მათ შორის საზოგადოების ინტერესს იწვევდა საკითხი – რა კვლევებზე დაყრდნობით გაუქმდა გამოსაშვები გამოცდები და რა მიზნით შეიცვალა მისაღები გამოცდების ფორმატი.
როგორც ცნობილი გახდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შეფასება.
“მიუხედავად იმისა, რომ არსებული საგამოცდო მოდელის ამა თუ იმ ასპექტის შესახებ ცალკეული კვლევები ადრეც ჩატარებულა, აქამდე კომპლექსურად არ შეფასებულა, რამდენად მიაღწია ამ მოდელმა დასახულ მიზნებს და რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას ამჟამად სისტემა.
დოკუმენტში თავმოყრილია არსებული კვლევები და ლიტერატურა საგამოცდო საკითხებზე, გაანალიზებულია სტატისტიკური მონაცემები, განხილულია საერთაშორისო ტენდენციები, წარმოდგენილია ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები და რეკომენდაციები.
კვლევის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები: მასწავლებლებთან, უფროსკლასელებთან, სტუდენტებთან, უნივერსიტეტების რექტორებთან, სკოლების დირექტორებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან, განათლების სფეროს ექსპერტებთან”, – აღნიშნულია საგამოცდო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, კვლევის ავტორია ლელა ჩახაია (განათლების მეცნიერებათა დოქტორი; ევროპული უნივერსიტეტი, ფლორენცია, იტალია), ხოლო კვლევის რეცენზენტიa პეტერ ვან რიჯენი (უფროსი მეცნიერი; გლობალური საგანმანათლებლო ტესტირების სერვისი (ETS Global), ამსტერდამი, ნიდერლანდების სამეფო).
კვლევის სამუშაო ვერსია უკვე წარედგინათ დაინტერესებულ პირებს. მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე დამუშავდა კვლევის საბოლოო ვერსია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე.
ამავე თემაზე:
-
ოქროსა და ვერცხლის მედლებს ბოლო ორი სასწავლო წლის 15 ათასამდე კურსდამთავრებული ელოდება – რას პასუხობს „საგანმანათლებლო რესურსები“ EDU.ARIS.GE-ს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით იზრდება – რა (არ) წერია 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ხელფასებზე
by ARIS.GE-განათლება
-
პარლამენტი განათლების სამინისტროს განმეორებით ავალებს, სახელმწიფო უწყებებს წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე
by ARIS.GE-განათლება