„სკოლის თანამშრომლის მიერ ეს დაუშვებელია“ – ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, მის თანახმად დადგენილი მოთხოვნების დაცვა კანონის ამოქმედების შემდეგ მოეთხოვებათ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც და ცვლილებები შედის შესაბამის კანონებშიც.
მათ შორის არის საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელსაც დაემატა შემდეგი შინააარსის 81 მუხლი: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.
ეს უკანასკნელი სკოლის ნებისმიერი თანამშრომლისთვის აწესებს აკრძალვას, რომელიც შემდეგში გამოიხატება:
„დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების/სკოლის საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების/სკოლის ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა, რასაც ხელისუფლებამ “არათანმიმდევრულობა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი” უწოდა.
ასევე იხილეთ:
რა ჩაითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად – ცვლილება ბავშვის უფლებათა კოდექსში
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება