GE

სტუდენტები პარლამენტს უბილეთო მოსწავლეების დაჯარიმებასთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყებას სთხოვენ

პარლამენტმა, შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტში უბილეთო ბავშვების და მათი კანონიერი წარმომადგენლების დაჯარიმების პროცედურებზე იმსჯელოს. მსგავსი ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს, 27 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიმართეს.

უნივერსიტეტის პროფესორი კახა ძაგანია EDU.RAIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უბილეთო მოზარდებთან დაკავშირებული ჩანაწერი უფრო მეტ დაკონკრეტებას საჭიროებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობა ჯარიმდება, მაგრამ თუ 16 წლამდე მოზარდი არის უბილეთოდ, ამ შემთხვევაში მშობელი ჯარიმდება. კანონში ასე წერია და ამ მიმართულებით სხვა არაფერი არაა აღნიშნული. არის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია ბავშვს დარჩეს მოსწავლის სამგზავრო ბარათი, ან შეიძლება მოზარდი საერთოდ არ სწავლობდეს სკოლაში და ბილეთის არქონის გამო მგზავრობა შეუწყვიტონ. ყველაფერი კონტროლიორის ნებაზეა დამოკიდებული – შეუძლია ჩამოაგდოს ბავშვი ავტობუსიდან ან არა. ამიტომ, სტუდენტებმა საკანონმდებლო ინიციატივაში დაწერეს, რომ მსგავსი წესი და არასრულწლოვანისთვის მგზავრობის შეწყვეტა საფრთხის შემცველია და მოითხოვეს ამ ხარვეზის გასწორება“, – ამბობს კახა ძაგანია.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება, რამდენიმე დღეში ბიუროზე გავა და განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაეცემა.

მოზარდები საქართველოს მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ

„ბავშვებს რთულს ეძახიან იმიტომ, რომ ნაკლებად გვიჯერებენ. არადა, ნებისმიერ ბავშვთან შესაძლებელია მეგობრობა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური