სტუდენტი პროფესიაზე – „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სრულად სტუდენტებზეა ორიენტირებული“
სოფო კევლიშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
პროფესიის შესახებ
ჟურნალისტიკა ჩემთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ შინაგანი მოწოდებაა, რომელიც განპირობებულია საზოგადოებაში სწორი ინფორმაციის გავრცელების უდიდესი მნიშვნელობით. მედია წარმოადგენს დემოკრატიის საყრდენს, უზრუნველყოფს ადამიანების ინფორმირებულობას და ავლენს სოციალურ ცვლილებებს.
ამ პროფესიის ხიბლი მის დინამიკურობაშია: ჟურნალისტი მუდმივად ურთიერთობს ადამიანებთან, იკვლევს ახალ თემებს და იყენებს შემოქმედებით უნარებს სიახლეების მიწოდებისთვის. აკადემიური განათლება ამ სფეროში მაძლევს ინსტრუმენტებს, როგორებიცაა: ეთიკური პრინციპები, ანალიტიკური უნარები და მედიატექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც შემიძლია შევიტანო საკუთარი წვლილი საზოგადოების განვითარებაში.
განსაკუთრებით მიმზიდველია მედიის ეთიკური პასუხისმგებლობა – ემსახურო სიმართლეს და დაიცვა საზოგადოებრივი ინტერესი. სწორედ ამ მისიამ განაპირობა ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, გავხდე პროფესიონალი ჟურნალისტი.
CIU-ს გარემოსა და პროგრამის შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სრულად სტუდენტებზეა ორიენტირებული, ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამა კი აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას. სტუდენტებს გვაქვს შესაძლებლობა მულტიმედია ცენტრში შევქნათ ისეთი ბეჭდური, აუდიო თუ ვიდეოპროდუქტები, რომლებიც დღევანდელ მედიაბაზარზე მოთხოვნადია. ფაკულტეტი გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი, უნივერსიტეტის გლობალური ქსელი კი ხსნის კარებს საერთაშორისო მედიაპროექტებისთვის და გვაძლევს საშუალებას გავხდეთ კონკურენტუნარიანი პროფესიონალები.
რჩევა აბიტურიენტებს
აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ სტუდენტობის პერიოდი სავსეა დიდი თუ პატარა გამოწვევებით, თუმცა, ამავე დროს, უსაზღვრო შესაძლებლობებით. გჯეროდეთ საკუთარი ძალების, იყავით მიზანდასახული და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების.
რაც შეეხება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ეს არის ადგილი, სადაც ხელს უწყობენ როგორც თქვენს პიროვნულ, ისე პროფესიულ ზრდას.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი