სტუდენტი პროფესიაზე – თეკლა კოჭლოშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ და რჩევები აბიტურიენტებს
თეკლა კოჭლოშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
პროფესიის შესახებ
„საერთაშორისო ურთიერთობები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. სკოლის პერიოდიდან აქტიურად ვადევნებდი თვალს სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესს. სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა საერთაშორისო მოვლენები.
საერთაშორისო ურთიერთობები აერთიანებს პოლიტიკას, კულტურას და გლობალურ გამოწვევებს. ეს პროფესია მაძლევს საშუალებას, უკეთ შევიცნო თანამედროვე საერთაშორისო რეალობა და აქტიურად ჩავერთო იმ პროცესებში, რომლებიც განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს“.
CIU-ს გარემოსა და პროგრამის შესახებ
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტის ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტულია, რაც კომფორტულ გარემოს ქმნის. პროგრამას პროფესიონალი ლექტორები უძღვებიან. აქ შესაძლებლობა გეძლევა პრაქტიკულად განავითარო პროფესიული უნარები.
გარდა ამისა, უნივერსიტეტი გვთავაზობს მრავალფეროვან შესაძლებლობებს, მათ შორის გაცვლით პროგრამებს. მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო გაცვლით პროგრამაში და გავმხდარიყავი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი, რომელმაც სასწავლო სემესტრი სამხრეთ კორეაში, ჩონამის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაატარა, რაც ჩემთვის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო“.
რჩევა აბიტურიენტებს
„აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესები და თუ მათ მსოფლიო პოლიტიკა და დიპლომატია აინტერესებთ, მაშინ საერთაშორისო ურთიერთობები ნამდვილად სწორი არჩევანია. რაც შეეხება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ეს ადგილი საშუალებას იძლევა განათლება მიიღო მაღალპროფესიულ გარემოში, სადაც სტუდენტების ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტულია“.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი