GE

სტუდენტის კომფორტზე გათვლილი უნივერსიტეტი

მრავალფეროვანი გრანტები, მიმზიდველი სასტიპენდიო სისტემა, უფასოდ სწავლის არაერთი შანსი, ნაყოფიერი სტარტი წარმატებული კარიერის დასაწყებად, უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ქუთაისის უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებთ.

რაც მთავარია, ამ ყველაფრით ის სტუდენტებიც ისარგებლებენ, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტში მობილობით გადაწყვეტენ გადასვლას. მეტიც, მათთვის ადმინისტრაციას დამატებით სხვა შეთავაზებებიც აქვს.

ამ ყველაფერზე EDU.AEIS.GEსთან ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი ლელა ქელბაქიან და რექტორი – ლია ელიავა საუბრობენ.

რამდენად მზარდია მოთხოვნა ქუთაისის უნივერსიტეტზე?

1406534317_10564725_932020526824190_139342227_nლელა ქელბაქიანი: მოგეხსენებათ, ყველა უნივერსიტეტს აქვს წინასწარი წვდომა აბიტურიენტების რეგისტრაციის შედეგებზე. წინა წლებთან შედარებით მეტი აბიტურიენტის ჩარიცხვას ველოდებით. ეს მაშინ, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში არაერთი უფასო ფაკულტეტია, რაც სერიოზული კონკურენციის პირობებში გვაყენებს. ამის საპირწონედ ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებლები ბევრად უკეთეს შეთავაზებას ვუკეთებთ სტუდენტებს – ხშირად უფასო ფაკულტეტებზე ირიცხებიან აბიტურიენტები, რომლებიც პარალელურად 100%-იან სახელმწიფო გრანტსაც იღებენ. ასეთი ახალგაზრდები ქუთაისის უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში არა მხოლოდ უფასოდ ისწავლიან, არამედ ყოველთვიურად 100 ლარიან სტიპენდიასაც მიიღებენ.

–როგორც ვიცით, თქვენს უნივერსიტეტში საკმაოდ მომხიბლავი შიდა დაფინანსების სისტემაც მოქმედებს

ლია ელიავა: შიდა დაფინანსებას რაც შეეხება, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია საგრანტო კონკურსებს ვატარებთ, რაც იმას გულისხმობს, რომ ზოგად უნარებში მოდელირებულ გამოცდას ვატარებთ ზუსტად იმ ფორმატით, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების დროსაა.

lia-eliava-1ჩვენთან ჩაბარების შემთხვევაში, ამ გამოცდის მონაწილე ყველაზე მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტი მოიპოვებს 100%-იან სასწავლო გრანტს, მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი – 50%-იან სასწავლო გრანტს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ადგილის მფლობელი მთელი 4 წლის განმავლობაში  სრულად თავისუფლდება სწავლის გადასახადისაგან, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები კი გადაიხდიან სწავლის გადასახადის მხოლოდ ნახევარს. გარდა ამისა, თუკი ასეთ ბავშვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტიც ექნებათ მოპოვებული, ჩვენთან მოპოვებულ გრანტს 4 წლის განმავლობაში სტიპენდიის სახით მივცემთ.

რა შეთავაზება გაქვთ მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისათვის?

ლ.ე: 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელები ჩვენთან მობილობის შემთხვევაში ყოველთვიურად 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. გარდა ამისა, მობილობით გადმომსვლელებს იმ შემთხვევაში, თუკი მათი სწავლის გადასახადი წინა უნივერსიტეტში უფრო დაბალი იყო, იმავე ოდენობის გადასახადს ვუნარჩუნებთ; მაქსიმალურად ვუღიარებთ წინა უნივერსიტეტში ათვისებულ კრედიტებს სპეციალობის შეცვლის შემთხვევაშიც კი.

როგორი სასტიპენდიო სისტემა მოქმედებს და რა სახის ბენეფიტებით სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტებს?

mobilobaლ.ე: ყოველი სასწავლო წლის შედეგების მიხედვით მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს სამი კატეგორიის სტიპენდია ენიშნებათ 60, 50, 40 ლარის ოდენობით. გარდა ამისა  არსებობს უნივერსიტეტის დამფუძნებლების – ვარლამ ქელბაქიანისა და რევაზ ლაღიძის სახელობის სტიპენდიები 100-100 ლარის ოდენობით განსაკუთრებულად გამორჩეული სტუდენტებისათვის. წელს ასეთი სტუდენტები კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე პარიზის საგზურებით დავაჯილდოვეთ.

ყველა სტუდენტს სწავლის საფასურის 0% -იან განვადებას ვთავაზობთ. ანუ,მათ შეეძლებათ გადასახადი ყოველგვარი დანამატების გარეშე, ათ ნაწილად გადაიხადონ.

გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა თუ შეუძლიათ სტუდენტებს?

ლ.ე: რა თქმა უნდა. საერთაშორისო პროექტების რაოდენობის მიხედვით საქართველოს კერძო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილზე ვართ. გვაქვს როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე სტუდენტთა მობილობის პროექტები. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს დიდი შანსი ეძლევათ აბსოლუტურად უფასოდ ერთი სემესტრიდან ერთ წლამდე სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტში გაიარონ.

-გარდა ხარისხიანი განათლებისა, რა დამატებით სერვისებს თავაზობთ სტუდენტებს?

stcardლ.ე: მომავალი წლიდან უნივერსიტეტში ამოქმედდება „ქრეალაბი“ – სპეციალური სივრცე ახალგაზრდებისათვის ბიზნეს იდეების განსახორციელებლად. იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სურვილი აქვთ თავიანთი სტარტაპი დაიწყონ, სპეციალური სამუშაო სივრცით, ე.წ. co-working space,  უზრუნველვყოფთ. მათ საკმაოდ მაღალი ხარისხის ტექნიკით – კომპიუტერები, 3D პრინტერები, ჭკვიანი დაფები და ა.შ. – მომსახურებას შევთავაზებთ. ასევე, თავიანთი გეგმის განხორციელებისათვის ტრენერებით და ქოუჩინგით ხელშეწყობასაც ვთავაზობთ.

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ახალი ბრენდიც შევქმენით – UNIK STATUS. ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეულ სტუდენტს სპეციალური UNIK CARD  ექნებათ, რომლითაც გარკვეულ ობიექტებში ფასდაკლებით ისარგებლებენ – მაღაზიებში, ფიტნეს-ცენტრებში, სალონებში, კაფეებში და ა.შ.

-როგორია სტუდენტების დასაქმების სტატისტიკა?

ლ.ე: ჩამოყალიბებული გვაქვს კურსდამთავრებულთა ასოციაცია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა მუდმივად შევინარჩუნოთ. ჩვენი მონაცემებით, კურსდამთავრებულთა დაახლოებით 81% დასაქმებულია. ბევრი სტუდენტობიდანვე იწყებს მუშაობას, რაშიც ასევე აქტიურად ეხმარებათ უნივერსიტეტის კარიერის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვაცნობთ სტუდენტებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, უნივერსიტეტის მხრიდან დასაქმებაში მნიშვნელოვანი ხელშეწყობა აქვთ, რაზეც  შედეგიც მიუთითებს.

რაც შეეხება სტაჟირებას სწავლის პარალელურად?

forpageლ.ე: ჩვენ გვყავს პარტნიორი დაწესებულებები, რომლებთანაც გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში სტუდენტები  გადიან სასწავლო პრაქტიკას. პრაქტიკის გარდა მათ სტაჟირების გავლაც შეუძლიათ. მაგალითად თიბისი ბანკმა სულ ახლახანს 6 კურსდამთავრებული შეარჩია სტაჟირებისათვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

–შეჯამებისათვის რა გამოარჩევს ქუთაისის უნივერსიტეტს სხვა რეგიონალური უნივერსიტეტებისაგან?

ლელა ქელბაქიანი: ყოველთვის ვცდილობთ ნოვატორები ვიყოთ, სწავლების და სტუდენტური სერვისებისადმი თანამედროვე მიდგომები გამოვიყენოთ – საქართველოში პირველებმა დავიწყეთ კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილებების ღონისძიებები, საგრანტო კონკურსები, UNIK CARD-ები.  მომავალი წლიდან თითოეულ ჩვენ სტუდენტს ყველა სავალდებულო ლიტერატურა ელექტრონული სახით მიეწოდება, ჩვენ უარს ვამბობთ ე.წ. ქსეროქსებზე. სტუდენტებს თავიანთი სმარტფონების საშუალებითაც შეეძლებათ ლიტერატურას გაეცნონ. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ რაღაც ნაწილის ამობეჭდვა დაჭირდებათ, ჩვენსავე ბიბლიოთეკაში საკმაოდ მაღალი ხარისხის პრინტერებით მომსახურებას ვთავაზობთ.

და რაც მთავარია, თბილისს გარეთ მთელ საქართველოში ქუთაისის უნივერსიტეტი ერთადერთი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან ერთად სადოქტორო პროგრამებსაც ახორციელებს. გარდა ამისა, მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენ შევძელით და უკვე 26 წელია ვოპერირებთ ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე, საქართველოს კერძო უნივერსიტეტებს შორის არსებობის ყველაზე დიდი ისტორია გვაქვს.

MG_1578

ქუთაისის უნივერსიტეტი

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური