GE

სწავლის დაფინანსების მიღების ახალი შესაძლებლობა სტუდენტებს – წერეთლის უნივერსიტეტმა მორიგი მემორანდუმი გააფორმა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტთა კარიერულ განვითარებასა და წინსვლაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარდა სასწვლო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობებისა, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მათ განვითარებაზე, წინსვლასა და გამოცდილების მიღებაზე ორიენტირებული პროექტები და პროგრამები. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში უნივერსიტეტმა მორიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა რეგიონალურ სუპერმარკეტების ქსელ„დეილისთან“ . დოკუმენტი მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტის – „ახალი შესაძლებლობებისთვის,“ განხორცილებას.

ისწავლე, დასაქმდი, მიიღე დაფინანსება – ეს ერთობლივი პროექტის მთავარი დაპირებაა.

უერთიერთშეთანხმების საფუძველზე კი უშუალოდ დასაქმების პროცესი ორ შეთავაზებას მოიცავს:

1, დასაქმებას დეილის ფრონტ ოფისში მოლარესა და კონსულტანტის პოზიციებზე. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში:

  • სტუდენტი, რომელიც ფრონტ ოფისში იმუშავებს 6 თვის განმავლობაში, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა მიიღებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის 25%-იან დაფინანსებას.
  • სტუდენტი, რომლიც ფრონტ ოფისში იმუშავებს 1 წლის განმავლობაში, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა მიიღებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის 50%-იან დაფინანსებას.
  • დაინტერესებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სურვილის შემთხვევაში გაიარონ სტაჟირება ფილიალის ადმინისტრატორისა და მენეჯერის პოზიციებზე.

2) სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით დეილის ბექ ოფისში სხვადასხვა დეპარტამენტში:

  • არსებული თანამშრომლების მხრიდან ცოდნის გაზიარებას,
  • მენტორობას;
  • საერთაშორისოდ აკრედიტირებული კურსების დაფინანსებას;

ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაინტერესებული სტუდენტები ასევე ისარგებლებენ მათზე მორგებული გრაფიკით ლექციებსა და სემინარებზე დასწრებისთვის.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური