თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს განახლდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გადაიდო, – აღნიშნული ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილება კი გრიპის ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.
როგორც ცენტრში გვითხრეს, სასწავლო/სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაგა-ბაღებში 21 იანვარს განახლდება.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებისთვისაც შედარებით გვიან დაიწყება. განათლების სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით.
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი უნდა იყოს სკოლის სპეციალური მასწავლებელი – კომპეტენციები და ეთიკის ნორმები ახალ სტანდარტში გაიწერა
by ARIS.GE-განათლება