თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება – ვადები და პროცედურა
თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება.
რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და წარიმართება სამ ეტაპად – 7, 14 და 21 ივლისს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე -http://kids.org.ge./ge.
იხილეთ: რეგისტრაციის ინსტრუქცია და ყველა დეტალი
„I ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; თბილისის ბაღების თანამშრომელთა შვილები“, – განაცხადა კახა კალაძემ 25 ივნისის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
II ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით. ეს ეტაპი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს.
რაც შეეხება რეგისტრაციის III ეტაპს, ის საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.
რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება მინიმუმ 2 წელი.
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება