თბილისში საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდა – ნომრები და მიმართულება
ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების: 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება.
ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მუნიციპალური ავტობუსები მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის”, “დიდუბისა” და “სამგორის” ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ.
როგორ უნდა მივიდდეთ საგამოცდო ცენტრთან – რუკები და მისამართები
გამოცდებსა და კონკურსში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები 06:00 საათიდან 20:00 საათამდე მოემსახურება.
ზაფხულის გამოცდებში მონაწილეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი შეცვალა ქუთაისის მერიამ:
“ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დილის 06:30 საათიდან დაიწყებს”.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება