GE

თელავის საგამოცდო ცენტრში 2 აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს – „საკითხები მარტივი იყო“

თელავის საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საგამოცდო ცენტრში, რომელიც თელავის მერვე  საჯარო სკოლაშია  განთავსებული, ქართული ენისა და ლიტერატურის  გამოცდის პირველ სესიაზე 345 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, საიდანაც 2 გამოცდაზე დაგვიანების გამო არ დაუშვეს.

,,2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თელავში ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გამოცდაზე მხოლოდ 2 აპლიკანტი არ დავუშვით, რომლებმაც სამწუხაროდ დაიგვიანეს“, -განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას თელავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვნელმა ნუნუ ასათაშვილმა.

რაც შეეხება საგამოცდო საკითხებს, გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების უმეტესობა  გამოცდას მარტივად აფასებს.

რა საკითხები შეხვდათ ქართულის პირველ სესიაზე გასულ აბიტურიენტებს – პირველი შეფასებები

რა ტიპის შეცდომები მოვიდა ქართულის გასარედაქტირებელ ტექსტში – აბიტურიენტი მუხიანის ცენტრიდან

როგორი ამინდის პროგნოზი ელით აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების მიხედვით

მოამზადა ნინო ჩორგოლიანი – თელავი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური