GE

„თემა ვეღარ დავწერე“ – უსინათლო აბიტურიენტი დავალებებისა და საგამოცდო გარემოს შესახებ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ საგამოცდო ცენტრში მისაღები გამოცდა უცხო ენაში უსინათლო აბიტურიენტმა ჩააბარა. როგორც 202-ე უსინათლო ბავშვთა სჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, სოფო გულორდავამ EDU.ARIS.GEს განუცხადა, გამოცდებისთვის სპეციალური პირობების საჭიროების შესახებ წინასწარ მიუთითა. დღეს სპეციალურად მისთვის გამოცდა 12:00 საათზე დაიწყო.

,,წინასწარ მივუთითე, რომ ადაპტირებული ყოფილიყო საგამოცდო გარემო ჩემთვის, ასევე მოვითხოვე გაორმაგებული დრო, რომელსაც ჩვენ ისედაც გვიორმაგებენ. ინგლისურის გამოცდა ბრაილის შრიფტით ვწერე. ყველანაირი პირობა იყო გამოცდაზე ჩემთვის შექმნილი, დისკომფორტი არ მქონია. პირველი დავალება მოსმენის მოვიდა, ასევე იყო “true” და “false” . თემა უნდა დაგეწერეა 120-სიტყვიანი, ხოლო თემის სათაური ასე ჟღერდა: „ზოგიერთის აზრით, მშობელი იძლევა საუკეთესო რჩევას“. თემა ვეღარ დავწერე. სოციოლოგია მინდა ან უცხო ენა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, როგორც ამბობენ, ამ უნივერსიტეტში სტუდენტისთვის ყველაზე ადაპტირებული გარემოა”, – გვითხრა სოფო გულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას აბარებენ. გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 97%-მდე აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა.

უცხო ენის გამოცდის მეორე სესიიდან აბიტურიენტები ნელ-ნელა გამოდიან. აბიტურიენტმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც უცხო ენად ფრანგული ჩააბარა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ გამოცდა არ გაჭირვებია.

,,თემა იყო: ,,შეიძლება თუ არა უცხო ენის შესწავლა კომპიუტერის საშუალებით თუ მასწავლებელი ჯობია”. მე დავწერე რომ შეიძლება, თუმცა ისეთ დონეზე არა როგორც მასწავლებელთან ისწავლი და თუ ორივეს ერთად გააკეთებ, უკეთესად გეცოდინება ენა. ბოლოს წინა დავალება იყო ძიძას ეძებდა ერთი ქალი, უნდა მიგეწერა რამდენი ხანი უნდა იმუშავო, ხელფასი რამდენია და რამდენი ბავშვია მოსავლელი. მე-7 დავალება იყო პანამის არხზე და უნდა შეგევსო არტიკლებით. მოსმენაზე მოვიდა 4 ტესტი – ერთი იყო ბავშვები კინოში კამერუნზე ფილმს ნახავენ, კრისტიანო რონალდოზე, ,,ფორბსში” რა თქვეს მასზე და რა მაღაზია აქვს გახსნილი. ასევე მოვიდა ტესტი ფესტივალზე, რომელიც კანადაში ტარდება და უნდა გეპასუხა რამდენ ხანში და სად ტარდება ფესტივალი. დავამთავრე სენტ ეგზიუპერის ფრანგული სკოლა. კმაყოფილი ვარ გამოცდით. ვფიქრობ, მაქსიმალურ ქულას ავიღებ. სამართალზე ვაბარებ ჯავახიშვილზე”, – გვითხრა დავით ბაქრაძემ.

„მოსმენა მარტივია, მაგრამ თემა ურთულესი“ – უცხო ენის გამოცდაზე აბიტურიენტთა 6%–მდე არ გამოცხადდა

„რას ემსახურება ასეთი უზუსტობები?“ – ფილოლოგები ქართულის გამოცდის ტესტებს აკრიტიკებენ

გამოკითხვა: გართულდა თუ არა 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენა და ლიტერატურა?

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური