GE

„ტესტი კი არ არის რთული, სკოლაში მათემატიკა არ ისწავლება, სასწრაფოდ მოგაშორონ ეს მავნებლური სახელმძღვანელოები“ – მათემატიკოსი

განათლების აკადემიური დოქტორი, მათემატიკოსი დიმიტრი გოშხეთელიანი 2026 წლის აბიტურიენტების მათემატიკის საგამოცდო ტესტებზე საუბრობს და ამ კონტექსტში სასკოლო სახელმძღვანელოებს კრიტიკულად ეხება.

EDU.ARIS.GE  გიზიარებთ მათემატიკოსის პოზიციას როგორც ტესტების, ასევე განათლების სამინისტროსა და სასკოლო სახელმძღვანელოების შესახებ:

“მეგობრებო, გადავხედე აბიტურიენტთა 2026 წლის საგამოცდო ტესტს, მეორე ვარიანტს. ეს ტესტი ხელწერით წინა წლების მსგავსია, შედარებით გამარტივებული 4-ქულიანი ამოცანებით. მოკლედ, როგორც ადრე არაერთხელ ვთქვი და დავწერე, ვიმეორებ – ტესტი კი არ არის რთული, არამედ სკოლაში მათემატიკა ფაქტობრივად არ ისწავლება, საერთოდ სასკოლო სახელმძღვანელოები აცილებული არიან სახელმძღვანელოსათვის დამახასიათებელ თვისებას – მოსწავლოს ასწავლოს საკითხის შინაარსი და სტრუქტურა, განუვითაროს მოსწავლეს ალგორითმული აზროვნება და სტრუქტურის წვდომის უნარი, რაც ფუნდამენტია მათემატიკის შემდეგი შესწავლის.

…არ გამოვა ფუნდამენტის გარეშე მათემატიკის შესწავლა. ფუნდამენტი კი არის არა სქოლასტიკურ მანიპულაციებში გაწაფვა, არამედ სახელმძღვანელო, რომელიც გასწავლის საკითხის შინაარსს, გაგივითარებს ალგორითმულ აზროვნებას და გასწავლის სტრუქტურის წვდომის უნარს.

…განათლების სამინისტროს საინტერესო ლოგიკა აქვს. ერთის მხრივ ამბობს სახელმძღვანელოები სრულიად უვარგისიაო (ისე საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2019 წელს სამინისტრო აცხადებდა ისეთი წიგნები შევქმენით, რომ მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებზე გავლენო), სრული აბსურდი და მავნებლურიაო (მართლაც მასეა და როგორც იქნა მივიდნენ ამ დასკვნაზე), მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ პირველ, მე-7 და მე-10 კლასებს ვცვლითო. მათი ლოგიკით გამოდის ახლანდელმა მე-2 კლასელებმა მე-2, მე-3, მე-4. მე-5, მე-6 კლასებშიი უნდა ისწავლონ არსებული მავნე, გაუმართავი, სრული აბსურდული წიგნებით, წარმოგიდგენიათ კიდევ 5 წელი… ე.ი. სამინისტრო 5 წლის შემდეგ დაიწყებს ახლანდელ მე-2 კლასელებისთვის ზრუნვას. ვერაფერს იტყვი… რკინის ლოგიკაა. ცალკე საკითხია, რამდენად გამართული იქნება მე-7 კლასის წიგნი … პ.ს. სრულად თავისუფლად შეიძლება 1დან მე-9 კლასის ჩათვლით მათემატიკის წიგნების 3-4 თვეში მოწესრიგება.

…ჩემგან უხერულიც არის და ძნელიც თქმა, მაგრამ მაინც ვიტყვი, ერთ-ერთი (შეიძლება ერთადერთიც) აბიტურიენთა სხელმძღვანელო, რომელიც თანმიმდევრობით ასწავლის საკითხის შინაარს, ალგორითმს, ანვითარებს სტრუქტურის წვდომის უნარს, არის ჩემი ავტორობით გამოცემული ორტომეული, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ შარშან ამ წიგნებმა და მასზე დაყრდნობილმა ვიდეო გაკვეთილებმა მოახდინა, შეიძლება ითქვას სასწაული და ორ მსმენელს, რომლებსაც სკოლის დამთავრების შემდეგ(ერთს 2009 წელს მეორეს 2010წელს) საერთოდ შეხება არ ჰქონიათ მათემატიკასთან (პირველს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მეორე კი იყო სომეხი ეროვნების და 2015 წელს ერევნის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ჰქონდა დამთავრებული) ჩააბარებინა 7-12 კლასების მათემატიკის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა.

მოკლედ პრეტენზია მიმართეთ სამინისტროსკენ, რომ სასწრაფოდ მოგაშორონ ეს სრული მავნებლური, ფსიქიკის დამანგრეველი სახელმძღვანელოები”.

ამავე თემაზე:

ღია წერილი განათლების მინისტრს – „ეს დანაშაულია, მე-9 კლასის ჩათვლით, მათემატიკის პროგრამა უნდა შემცირდეს მინიმუმ 15%-ით“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური