GE

„თქვენ გამორჩეული თაობა ხართ!“ – ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა სკოლის კურსდამთავრებულებს

დღეს, საქართველო სკოლების დიდ უმრავლესობაში, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის ბოლო ზარი ირეკება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სკოლის კურსდამთავრებულებს მიმართავს და ამბობს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისათვის.

ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას.

დღეიდან თქვენ წინაშე სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მთავარია, – განვითარების ახალი პერსპექტივებით. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ გზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას.

მინდა იცოდეთ, თქვენ – ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ.

თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!”, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გამოქვეყნებულ მილოცვის ტექსტში.

ასევე იხილეთ:

ბოლო დღე მშობლიურ სკოლაში – როგორ მოვემზადოთ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური