თსუ-ში ფინალური გამოცდები 21 იანვრამდე გადაიდო
ფოტო –
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თსუ , არის ჯი (c)
თსუ-ში ფინალური გამოცდები 21 იანვრამდე გადაიდო.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის საფრთხის გამო 11 იანვრიდან დაგეგმილი ფინალური გამოცდები 21-იანვრამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს უნივერსიტეტმა გაუგზავნა.
გრიპის საფრთხის გამო სწავლის დაწყება 21-იანვრამდე გადაიდო სკოლებში. გარდა ამისა, გახანგრძლივდა დასვენების დღეები თბილისის საბავშვო ბაღებშიც.
შეგახსენებთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სწავლის გადადების შესახებ რეკომენდაციით გუშინ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიმართა.
მოამზადა გიორგი ხუხიამ
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება
-
ცვლილებები მასწავლებლის სქემაში – კანონში გაიწერა, თუ ვინ ასწავლის საგანს „მე და საზოგადოება“
by ARIS.GE-განათლება