თუ მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებას გეგმავ – ალტე უნივერსიტეტის ვორკშოპები
თუ მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებას გეგმავ, მაშინ უკვე დროა, მოახლოებული გამოცდისთვის მზადება დაიწყო.
ალტე უნივერსიტეტში #შეგიძლია დაესწრო ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ვორკშოპებს. ტრენინგების განმავლობაში გექნება შესაძლებლობა, გაეცნო საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; მოისმინო ტრენერისგან იმ ტექნიკებისა და მიგნებების შესახებ, რომლებიც საგამოცდო ტესტთან მუშაობაში დაგეხმარება.
ვორკშოპები ორ სერიად ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, შეძლებ იმუშაო საგამოცდო ტესტის ოთხივე კომპონენტზე:
- წაკითხულის გააზრება;
- ანალიტიკური წერა;
- ლოგიკური მსჯელობა;
- რაოდენობრივი მსჯელობა.
I სესია:
29 მარტი 17:00-21:00
30 მარტი 12:00-16:00
II სესია:
5 აპრილი 17:00-21:00
6 აპრილი 12:00-16:00
ვორკშოპზე დასასწრებად, გაიარე რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი