TVschool.ge – გატესტილია და მუშაობს
მასწავლებლების პლატფორმა TVschool.ge-ს დღეს უკვე 4 500-ზე მეტი მასწავლებელი და 45 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამით კმაყოფილია. პლატფორმის მიზანია, გაუმარტივოს მასწავლებლებს საშინაო დავალებების მიცემისა და შემოწმების პროცესი.
TVschool.ge მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ღილაკზე თითის რამდენიმე დაჭერით შექმნან და გაუგზავნონ საშინაო დავალება თავიანთ მოსწავლეებს.
პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება:
- მასწავლებელი ირჩევს კლასს, საგანს და გაკვეთილს;
- შემდეგ პროგრამა საიტის ბაზიდან თავისით ალაგებს შესაბამის კითხვებს და აგენერირებს შექმნილი დავალების უნიკალურ ბმულს;
- აღნიშნულ ბმულს მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში – იქნება ეს მაიქროსოფთ თიმსი, მესენჯერი, ზუმი, თუ სხვა;
- მოსწავლე ხსნის ბმულს და აკეთებს დავალებას;
- დავალებას პროგრამა თავისით ასწორებს.
შეგიძლიათ, იხილოთ მოკლე ვიდეოინსტრუქცია თუ როგორ იქმნება დავალება TVschool.ge-ზე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით გამოსადეგია თვითიზოლაციის პერიოდში, როდესაც მასწავლებლებს სხვა გზა არ აქვთ და უწევთ, დისტანციურად მისცენ და ჩაიბარონ საშინაო დავალებები. პროცესი გამარტივებულია როგორც მასწავლებელთათვის, ასევე მოსწავლეთათვის, რაც სწავლებას ორმხრივ სასიამოვნოს და პროდუქტიულს ხდის.
პლატფორმის სანახავად გადადით ბმულზე.
(R)
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია