უცხოეთიდან საქართველოში მობილობით გადმოსულ სტუდენტებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტდუენტებისა და აბიტურიენტებისთვის განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს გააქტიურდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სოციალურ ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვთ, სისტემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებისათვის თანაბარი საგანმანათლებლო უფლებების უზრუნველსაყოფად, ცვლილება შედის სწავლის უფლების მინიჭების წესში, კერძოდ:
უცხოეთიდან საქართველოში სტუდენტების მობილობის წესით გადმოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელი წინა პირობა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება როგორც შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სემესტრში მობილობის უზრუნველსაყოფად.
“აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ვთხოვთ, ნუ ენდობით კერძო კომპანიებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაცია და გთავაზობენ საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის,საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოეთის უნივერსიტეტებიდან სტუდენტების საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში გადმოსვლის შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით, რაც დადგენილია როგორც ბოლონიის პროცესის მობილობის წესებით, ასევე, სხვა საერთაშორისო შეთახმებებით
აღებული ვალდებულებების ფარგლებში”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხლეთ ცვლილება კანონში
კანონში შესული ცვლილების თანახმად, გამოცდის დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით, გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს ტესტური დავალებების შემუშავებას და დავალებათა ბაზების ფორმირებას, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას. გამოცდის წარმატებულად ჩაბარება კი გულისხმობს ტესტში, გამოცდების ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.
როგორც კანონში ვკითხულობთ, გამოცდა ჩატარდება წელიწადში ორჯერ ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ხოლო გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად პირმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. საფასურის გადახდის, აგრეთვე საფასურის დაბრუნების პირობები დგინდება გამოცდების ცენტრის მიერ.
ამავე თემაზე:
გაფრთხილება 2018 წლის აბიტურიენტებს – „მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა“
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- სკოლების ავტორიზაციის საბჭო კიდევ 5 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხს 27 ნოემბერს განიხილავს by ARIS.GE-განათლება
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე