„ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი – ვქმნით სამთავრობო კომისიას“
დღეს, 20 იანვრის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო კომისიას, რომელმაც უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნდა იმუშაოს, პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად კი, კომისიას სათავეში ჩაუდგებიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი და პრემიერ-მინისტრის განათლების მიმართულების მრჩევლი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, განახლებული უმაღლესი განათლების სისტემა 4 წელიწადში უნდა გვქონდეს:
„ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს სამთავროვბო რეფორმაზე 4 წლიან პერსპექტივაში. ჩვენ თავისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი და რესურსები ძალიან დიდია ამ მიმართულებით.
მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი იმისთვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. სრულიად არის შესაძლებელი რომ ოთხწლიან პერსპექტივაში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება რა ხარისხის განაათლებასაც ისინი მაგალითად ევროპაში იღებენ.
სამთავრობო კომისიას ვუხელმძღვანელებ მე, მოადგილე იქნება მოქმედი განათლების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე წულაძე, მდივანი კი ბატონი ლევან იზორია – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში”.
ამავე თემაზე:
„თსუ-ის პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია“
„სკოლაში საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის ღრმად შესწავლაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება“
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება