GE

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების გზები – კარიერული წინსვლის სქემა

2017 წლის პრაქტიკოს პედაგოგთა და მასწავლებლობის მსრველთა გამოცდები დასრულებულია. 23 აგვისტოს კი დასრულდა სააპელაციო განაცხადების მიღება. საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ კი გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები, რითაც ცნობილი გახდება ვინ მიუახლოვდა კიდევ ერთი ნაბიჯით უფროსი მასწავლებლის სტატუსს.

EDU.ARIS.GE-ს გამოცდების პროცესშიც და მის შემდგომაც ხშირად მიმართავენ კითხვებით უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით. რამდენი კრედიტქულა უნდა დააგროვოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად? რა გზები არსებობს ამ სტატუსის მისაღებად? რა პროცედურები უნდა გაიროს მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად? – ეს იმ კითხვების ჩამონათვალია, რომლებითაც ყოველდღიურად მოგვმართავენ.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ვკითხულობთ:

სქემა განსაზღვრავს მასწავლებლების ოთხ სტატუსს:

  • პრაქტიკოსი მასწავლებელი – ვრცელდება მხოლოდ სქემაში განაწილებულ მოქმედ მასწავლებლებზე;
  • უფროსი მასწავლებელი;
  • წამყვანი მასწავლებელი;
  • მენტორი.

სქემით განსაზღვრული სტატუსები უფუძნება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება, ან შენარჩუნება, ან შეწყვეტა დამოკიდებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე. მასწავლებელს მიენიჭება ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსები, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ კრედიტქულებს.

პრაქტიკოსი მასწავლებელი:

  • ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;
  • თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;
  • ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას და მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში  განათავსებს მის  მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება – პრაქტიკოსი მასწავლებელი პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს ინარჩუნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებამდე.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა:

გზა:

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული – 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების  დადასტურებას.

პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები დაადასტუროს.

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას სრულად ვერ დააგროვებს 15 კრედიტქულას, მას შესაძლებლობა ეძლევა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კრედიტქულები შეივსოს  პროპორციულად შესაბამისი მიმართულების აქტივობებით  – N2 ცხრილიდან.

პრაქტიკოსი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ წინა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების პრინციპი მოცემულია N1 ცხრილში:

Untitled

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება, მოცემულია N2 ცხრილში:

ცხრილი N2

პრაქტიკოსი მასწავლებლის დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება:

untitled2-622x575

რეკომენდებულია მასწავლებელმა კრედიტქულები დააგროვოს მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით. საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით განხორციელებული დამატებითი აქტივობებიდან/საქმიანობებიდან  პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება წლის განმავლობაში მაქსიმუმ 5 კრედიტქულა.  კრედიტქულების მისანიჭებლად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ეფუძნება შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს.

მასწავლებლის შეფასების  ჯგუფი აფასებს პრაქტიკოსი  მასწავლებლის მიერ განხორციელებულ  აქტივობებს და მასწავლებლის  პროფესიულ  საქაღალდეში  არსებული  დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას  პრაქტიკოსი  მასწავლებლისათვის  უფროსი  მასწავლებლის  სტატუსის მინიჭების  შესახებ  წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

II გზა:

პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას, თითოეულ მათგანში დააგროვებს 10 კრედიტქულას.

III გზა:

პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ სქემის ძალაში შესვლის შემდგომ:

ა) მოიპოვებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიიღებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის/სერტიფიკატის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი  მასწავლებლისათვის  უფროსი  მასწავლებლის  სტატუსის მინიჭების  შესახებ  წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

უფროსი მასწავლებელი:

  • ახორციელებს თვითშეფასებას თვით­შეფასების კითხვარის გამოყენებით;
  • თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;
  • ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას;
  • მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში  განათავსებს მის  მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს. 

უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება

უფროსი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებულია ყოველი სამი წლის განმავლობაში დააგროვოს 13 კრედიტქულა.

უფროსი მასწავლებელი ვალდებულია 4 კრედიტქულა დააგროვოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ უფროსი მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილის შეფასებით (თითოეული საგაკვეთილო დაკვირვება – 2 კრედიტქულა), დანარჩენი კრედიტქულები კი უნდა დააგროვოს დამატებითი საქმიანობებით/აქტივობებით (იხ.ცხრილი N3) და/ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებით.

იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი ზემოღნიშნული ვადის განმავლობაში ვერ დააგროვებს სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტქულებს, მასწავლებლის შეფასების ჯგუფთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას და ვადა ერთი წლით უხანგრძლივდება. ინდივიდუალური გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყდება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის ხელახლა მოსაპოვებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული – 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა  დაგროვებულ უნდა იქნეს დამატებითი საქმიანობების/აქტივობების (იხ.ცხრილი N3) განხორციელებით.

მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დადასტურება

ა) მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის  მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადასცემს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი.

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო –  საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გაცემას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დოკუმენტში.

2017 წლის მასწავლებელთა გადამზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ღირებულება და პროცედურები

მასწავლებლის სქემის ფარგლებში გარე დაკვირვების ახალი წესი დამტკიცდა – რა წერია დოკუმენტში

ვინ იქნება ახალი სქემით მასწავლებლის გარე დაკვირვების ჯგუფში და ვისი პასუხისმგებლობით გათავისუფლდება ის სკოლიდან

მასწავლებელის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებათა პაკეტი გამოქვეყნდა

როგორ ფასდება მასწავლებლის დამატებითი აქტივობები სქემის მიხედვით – ვიდეოინსტრუქციები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური