უნივერსიტეტებს დაფინანსება კონკრეტული ფორმულის საფუძველზე მიეცემათ – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი დაფინანსების ახალ მოდელზე
„უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს – სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, რაც იყო მისაღები კონტინგენტი, დარჩება იგივე, დარჩება ავტონომიაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაკვეთაზე ორიენტირებული დაფინანსება კონკრეტული ფორმულის საფუძველზე განესაზღვრებათ:
„უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს. რაც შეეხება დღეს მოქმედ სტუდენტებს, მათზე ვრცელდება ის სისტემა, რომლითაც მათ ჩააბარეს უნივერსიტეტებში, მათ შორის, უცვლელი იქნება საგრანტო სისტემა და შესაბამისი გადასახადი. ჩვენ ბიუჯეტიც ამის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ახლად მიღებული სტუდენტებისთვის ავამოქმედოთ უკვე უმაღლესი განათლების სისტემა. რაც შეეხება თვითონ მოდელს, განისაზღვრება კონკრეტული უნივერსიტეტებისთვის კონკრეტული ფაკულტეტებისთვის საჭირო დაფინანსება, კონკრეტული ფორმულების საფუძველზე. აქ იქნება მათ შორის, გათვალისწინებული განსხვავებული ფაკულტეტების განსხვავებული საჭიროებები, განისაზღვრება ფორმულა და ამ ფორმულით გადაეცემა კონკრეტულ უნივერსიტეტებს და მათ ფაკულტეტებს შესაბამისი დაფინანსება. ანუ, საგრანტო მოდელი ჩანაცვლდება დაკვეთაზე დაფუძნებული მოდელით. აქ იქნება მხედველობაში მიღებული სტუდენტების რაოდენობაც. სპეკულაციები მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უნივერსიტეტებში შემცირდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მისაღები სტუდენტების რაოდენობის საკითხზე და თქვა, რომ უნივერსიტეტების ავტონომია შენარჩუნდება.
„რაც შეეხება მისაღებ კონტინგენტს, გასულ წელს 31 000 სტუდენტი მიიღო საუნივერსიტეტო სისტემამ და ეს რაოდენობა არ შეიცვლება. სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, რაც იყო მისაღები კონტინგენტი, დარჩება იგივე. რაც შეეხება ავტონომიას, ავტონომიაც დარჩება“, – განაცხადა პრემიერმა.
ასევე იხილეთ:
ვის დაუფინანსდება უმაღლესში სწავლა ახალი ჩანაწერით – ცვლილება თავდაცვის კოდექსში შევიდა
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია რომელი სკოლა რა თანხას მიიღებს ერთ მოსწავლეზე კლასების მიხედვით და რამდენი იქნება დამატებითი დაფინანსება – დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ისევ ჩატარდება თუ გაუქმდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდა? – განათლების სამინისტროსა და NAEC-ის პასუხები
by ARIS.GE-განათლება
