ვადა 14 მაისის დღის ბოლომდე გაქვთ – ზაფხულის გამოცდებისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება შესაძლებელია

2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დღეს, 14 მაისის 18:00 საათამდე შეგიძლიათ.
იმ დარეგისტრირებულ გამოსაცდელებს, რომელთაც 2025 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, მისი დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე.
საფასური სრულად ბრუნდება:
– თუ 2025 წლის გამოცდებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულმა პირმა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
– თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია;
– თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
იმ შემთხვევაში, თუ პირმა გადაიხადა რეგისტრაციის საფასური, მაგრამ არ დარეგისტრირდა, უნდა შეავსოს ამობეჭდილი განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით.
იხილეთ განაცხადის ფორმა (განაცხადის შევსებისას იმ ველების შევსება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ (მაგ.: საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის კოდი) სავალდებულო არ არის).
გაითვალისწინეთ, რომ:
განცხადებას უნდა დაერთოს: გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა); ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე, ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გაითვალისწინეთ, რომ თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის – გამოცდები 2025 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2025 წლის ზაფხულის გამოცდები 3 ივლისს იწყება – განრიგი და პროცედურები ყველა აპლიკანტისათვის by ARIS.GE-განათლება
-
„ა, კიდო შეგვაქანა!“ – აბიტურიენტების რეაქციები გამოცდების განრიგის გამოქვეყნების შემდეგ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე