GE

ვებინარი აბიტურიენტებისთვის: როგორ ავირჩიოთ პროფესია? – ალტე უნივერსიტეტი

თუ ხარ აბიტურიენტი და შენთვის მნიშვნელოვანია პროფესიის სწორად არჩევა, „ალტე უნივერსიტეტი“ გთავაზობს ვებინარს – როგორ ავირჩიოთ პროფესია?

პროფესიის არჩევა ძალიან რთული პროცესია, რომელსაც დიდი დაკვირვება და გაანალიზება სჭირდება, განსაკუთრებით კი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი აბიტურიენტებს ეხებათ – როდესაც აქვთ ბევრი კითხვა, აქტიურად ფიქრობენ მომავალ პროფესიაზე, ცდილობენ იპოვონ მათი ინტერესებისა თუ უნარების შესაბამისი პროფესია და მიიღონ მართებული გადაწყვეტილებები. ამ მონაკვეთის გავლის შემდეგ კი, თითოეული ჩვენგანი ცხოვრების ნახევარზე მეტს სამსახურში ვატარებთ და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვიყვარს და გვაინტერესებს.

სწორედ იმიტომ რომ თქვენ მართებულად შეარჩიოთ მომავალი პროფესია და იყოთ წარმატებულები თქვენს საქმეში, გიწვევთ „ალტე უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, „განათლებისა და განვითარების სივრცის“ დირექტორისა და ასოცირებული პროფესორის ლიკა მერაბიშვილის ვებინარზე – „როგორ ავირჩიოთ პროფესია?“

ჩატარების დრო: 23 დეკემბერი, 19:00 სთ.
ფორმატი: დისტანციური (Zoom)
მონაწილეობის მსურველებმა აუცილებლად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული 22 დეკემბრის ჩათვლით

Zoom-ის ბმული გადმოგეგზავნებათ თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე.

ალტე უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური