„ვეფხისტყაოსანი“ აუცილებლად მოვა, რადგან ის ყოველ წელს არის გამოცდებზე“ – 5 მთავარი გზავნილი აბიტურიენტებს გამოცდის წინ
2026 წლის აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ძირითადი სავალდებულო საგნით – ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდით დაიწყებენ.
მთავარი გამოცდის წინ, აბიტურიენტებს მნიშვნელოვან რჩევა-დარიგებებს ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის გამსწორებელი მანანა ციცქიშვილი EDU.ARIS.GE-ს თხოვნით უზიარებს.
ემოციების მართვა
არ ინერვიულოთ, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და ცოდნა. საშიში არაფერია. თუ ტექსტი არ გახსოვთ, ნურც ეგ შეგაშინებთ, რადგან ამონარიდი წინ გიდევთ, მთავარია, ყურადღებით წაიკითხოთ.
თემის შერჩევა
წაიკითხეთ ლექსიც და მოთხრობაც. გაიაზრეთ მოცემული სათაურები და გააანალიზეთ თეზისები, აირჩიეთ, რომლის დაწერა გსურთ.
ხანდახან ისე ხდება, რომ გიყვარს ესა თუ ის ნაწარმოები, მაგრამ მოცემული სათაური გაბნევს, ასეთ დროს აირჩიეთ მეორე თემა, თუნდაც უცნობი იყოს ტექსტი. ყურადღებით წაიკითხეთ, საჩქარო არაფერია.
წერითი დავალების შესრულება
ტექსტის გააზრების შემდეგ ყურადღებით შემოხაზეთ პასუხები. კარგად გადაამოწმეთ ის ადგილი, რომელსაც კითხვა ეხება. ჭრის გამორიცხვის მეთოდიც.
კითხვები არის გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა დაწეროთ თემა. მოიფიქრეთ შესავალი, რომელიც ძალიან დიდი არ უნდა იყოს.
პარალელები კარგია, მაგრამ თუ არ გახსოვთ კონკრეტული ნაწარმოები, ან პერსონაჟი, არა უშავს. მაგალითები მოიყვანეთ ფილმიდან ან ცხოვრებიდან.
გრამატიკა
გრამატიკა მთავარია. სასწრაფოდ გაიმეორეთ განვლილი მასალა, წესები, გადახედეთ თემებს, გაიაზრეთ შეცდომები, რომლებიც მასწავლებელმა გაგისწორათ.
გადახედეთ წინა წლებში მოცემულ თეზისებს, რომლებიც იყო გამოცდებზე, ის წელს არ განმეორდება, ამიტომ გადაიკითხეთ სხვა ნაწარმოებები.
„ვეფხისტყაოსანი“ აუცილებლად მოვა, რადგან ის ყოველ წელს არის გამოცდებზე. გაიმეორეთ და შეიყვარეთ!
აუცილებელი რამ გამოცდაზე
საჭიროა თავდაჯერება და რწმენა, თქვენ ყველაფერი გამოგივათ! გქონდეთ საკუთარი თავის იმედი! მიყვარხართ!
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„კერძო უნივერსიტეტებში გრანტის გაუქმება გვიმცირებს არჩევანის თავისუფლებას“ – ქუთაისელი აბიტურიენტები საგრანტო ცვლილებებს განიხილავენ
by ARIS.GE-განათლება
-
„შემუშავდეს მასწავლებლის გამოცდის ალტერნატივა – თუ კლასში 28 ბავშვიდან 20-ს იდეალური აკადემიური მოსწრება აქვს, დასამტკიცებელი აღარაფერია“
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება – ყველა ეტაპი და ვადები
by ARIS.GE-განათლება