GE

სწავლის შედეგი მიღწეულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოსწავლეს ეს შეუძლია – რას ადგენს განახლებული ესგ

განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ) ახლებურად განსაზღვრავს სკოლის მოსწავლის მიერ სწავლის შედეგზე გასვლის საფუძველს  და ასევე მისი შეფასების ფორმებსაც.

განათლების სამინისტრო წერს, რომ სწავლის შედეგი განისაზღვრება თითოეული საგნის მიხედვით საფეხურის(დაწყებითი, საბაზო, საშუალო) დონეზე, რეალიზდება თემის ფარგლებში და წარმოადგენს სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტის ერთობლიობას:

ა) საგნობრივი ცოდნა: დისციპლინის ცნებები, ფაქტები და თეორიები, რაც ქმნის სწავლის აკადემიურ საფუძველს;

ბ) ფუნქციური კომპეტენციები: ტრანსფერული კომპონენტური უნარები, რომლებიც აუცილებელია შეძენილი ცოდნის პრაქტიკული რეალიზებისთვის;

გ) ღირებულებითი ასპექტები: დამოკიდებულებები და პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს მოსწავლის ეთიკურ და სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

2. სასწავლო პროცესში შუალედური მიზანი განისაზღვრება მოსწავლის მიერ შესრულებული ისეთი სამუშაოს სახით, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით პროდუქტს და რომელიც აძლევს მას მაღალი ხარისხის ავტონომიას, რათა საგნობრივ საკითხებთან მიმართებით, საკუთარი ხედვითა და ინტერესების გათვალისწინებით, წარმოაჩინოს ცოდნის გააზრების სიღრმე და მისი ფუნქციური გამოყენების უნარი.

სწავლის შედეგი მიღწეულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოსწავლეს შეუძლია შემდეგი:

1. სასწავლო თემის ფარგლებში საგნობრივი საკითხების, ფაქტებისა და მოვლენების სიღრმისეული გააზრება და მათი დანახვა ერთიან, მთლიან კონტექსტში;

2. შეძენილი ცოდნის გარდაქმნა აზროვნების ინსტრუმენტად – ნასწავლის პიროვნულ გამოცდილებასთან ინტეგრირება და მისი შემოქმედებითი გამოყენება რეალურ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად;

3. საკითხის/პრობლემის მიმართ გააზრებული, ეთიკური და ღირებულებითი დამოკიდებულების გამოვლენა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთება“.

რაც შეეხება მოსწავლის შეფასებას, განახლებული სასწავლო გეგმა ადგენს, რომ მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანი მისი სწავლის პროცესის ხარისხის მართვაა, შეფასება კი საგანმანათლებლო პროცესში სამ დონეზე ხორციელდება. ესენია საკლასო, სასკოლო და სისტემური დონეები:

საკლასო დონე: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, რომლებიც მიმართულია კონკრეტულ საგანში მოსწავლის აკადემიური მიღწევის, განვითარებისა და სწავლის პროცესის მხარდაჭერისკენ;

სასკოლო დონე: შეფასებები, რომელთა მიზანია სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მხარდაჭერის, ასევე სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარების მიზნით სწავლა-სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეების (გამოწვევების) გამოვლენა საგნების მიხედვით;

სისტემური დონე: გარე შეფასებები, რომლებიც ზომავს სასწავლო პროცესის შედეგიანობას ეროვნულ ან საერთაშორისო კონტექსტში (ეროვნული შეფასება, PISA, PIRLS, TIMMS და ა.შ.)“.

“სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე ფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: მიმდინარე საშინაო დავალება; მიმდინარე საკლასო დავალება; შემაჯამებელი დავალება. კომპონენტებს კი ერთნაირი წონა აქვს.

მოსწავლე განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართულია შეფასებისთვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში”, – ვკითხულობთ ესგ-ში.

ასევე იხილეთ:

ასე ასწავლიან და შეაფასებენ მოსწავლეს სკოლაში – ახალი ესგ-ის „მნიშვნელოვანი“, „ფილოსოფიური“ და კოსმეტიკური ცვლილებები გასაგებ ენაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური