GE

NAEC-ის ახალი ხელმძღვანელი თამარ მემანიშვილია – საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამინისტროზე დაქვემდებარებული სსიპ-ის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – თამარ მემანიშვილი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.

იხილეთ წარდგენის ფოტოები

მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

თამარ მემანიშვილის ბიოგრაფია:

დაიბადა 1981 წლის 8 ნოემბერს

განათლება

2024 – დან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი

1999 – 2004 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

სხვა საგანმანათლებლო აქტივობები

2023 – სასწავლო კურსი – ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციული განვითარება, სტრატეგიის შემუშავება და შესრულება (ბერლინი, ჰერტის სკოლა)
2023 – სასწავლო კურსი – სტრატეგიის შემუშავება და შესრულება (ბერლინი, ჰერტის სკოლა)
2023- სასწავლო კურსი – სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულების შეფასება
2022 – სასწავლო კურსი – ლიდერობა და მართვა (ბერლინი, ჰერტის სკოლა)
2019 -2021 – პედაგოგიური საქმიანობა სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯში ,,მერმისი“ (მოდულები – ნორმატიული აქტების გამოყენება; სამოქალაქო განათლება; საოფისე შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა)
2018 – სასწავლო კურსი – ადამიანური რესურსების მართვა საპოლიციო უწყებებში (დიუსელდორფი)
2017 – ტრენინგი – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების პოლიტიკა
2017 – ტრენინგი – ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა
2016 – სასწავლო კურსი – სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსების მართვა და ტრენინგი (დიუსელდორფი)

პროფესიული გამოცდილება

16.01.2026 – დან სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

07.07.2025 – 15.01.2026 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი

03.09.2018 – 07.07.2025 – საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსი

01.10.2016 – 03.09.2018 – სსიპ – საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი

01.01.2009 – 01.10.2016 – სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტი

01.03.2014 – 01.11.2016 – სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯის ,,მერმისი” იურისტი

01.10.2012 – 01.05.2013 – სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” იურისტი

01.09.2012 – 01.12. 2012 – ააიპ – პროფესიული კოლეჯის ,,განთიადი” შესყიდვების მენეჯერი/იურისტი

01.03.2011 – 01.07.2012 – სსიპ – პროფესიული კოლეჯის,,პროფესიონალი” იურისტი

01.06.2009 – 01.09.2009 – შპს ,,მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი” მოწვეული არბიტრი

01.02.2008 – 31.12.2008 – სსიპ – ფონდის ,,ირმის ნახტომი” იურისტი

01.11.2006 – 01.03. 2008 – შპს ,,სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი”- ს სხდომის მდივანი/არბიტრი

შეგახსენებთ, რომ 2024 წლიდან დღემდე, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის თანამდებობას ნინო წერეთელი იკავებდა.

დაგეგმილი ცვლილების შესახებ EDU.ARIS.GE 13 იანვარს წერდა.

ასევე იხილეთ:

გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური