GE

ვინ მიიღებს სკოლის აკრედიტაციაზე გადაწყვეტილებას – ცვლილება კანონში

ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობებს, აკრედიტაციის, აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის, უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების პროცედურას და სააპელაციო საჩივრის განხილვის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესებს.

ცვლილების თანახმად, სკოლის პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები იქნებიან.

„ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები“, – ვკითხულობთ დოკუმენტის ახალ რედაქციაში.

ბრძანებაში ასევე საუბარია, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესში დაგეგმილ სხვა ცვლილებებზეც.

ამ ბრძანებით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრებისა და სააპელაციო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა 2022 წლიდან დანიშნულ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებზე და სააპელაციო საბჭოს წევრებზე გავრცელდება. დოკუმენტის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

რაც შეეხება საჯარო სკოლების ავტორიზაციას, შეგახსენებთ, რომ ეს პროცესი კიდევ ერთხელ გადავადდა და მთავრობის ახალი სტანდარტის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად, 2026-2027 წლამდე დასრულდება. ქვეყანაში არსებული სკოლების უმეტესობა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2026-2027 წლისთვის გადაიდო – რა მიზეზს ასახელებს სამინისტრო

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური