ვის ექნება დიპლომატიის აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კადრებზე
დიპლომატიის აკადემიაში აკადემიური პერსონალი იქნებიან მხოლოდ საქართველოს რესურსიდან გამოყოფილი, თუ იქნება უცხოეთიდანაც? – ამ კითხვას უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მან განათლების კომიტეტზე ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნის შესახებ დაჩქარებული წესით მისაღები საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, დიპლომატიის აკადემიაში საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან, თუმცა მოწვეულ ექსპერტებად უცხოელებსაც განიხილავენ.
“მოგეხსენებათ, რომ აკადემიური პერსონალი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი წესის შესაბამისად – კონკურსის წესით შეირჩევა და ეს ადაკემიური პერსონალი არის, რომელიც სავალდებულო ძირითად დისციპლინებს უძღვება ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ბუნებრივია, რომ ისინი იქნებიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს აკადემიური წრეებიდან მოწვეული პირები, რომლებიც დასაქმდებიან დიპლომატიის აკადემიაში.
რაც შეეხება უცხოურ გამოცდილებას, ცხადია, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, დიპლომატიაზე, აქ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური გამოცდილების გაზიარება და მსოფლიოს არაერთ ქვეყანას აქვს დიპლომატიური აკადემიები, ჩვენ მათთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიის აკადემიების რესურსიც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, ოღონდ ბუნებრივია, არა აკადემიურ ნაწილში, არამედ ისინი შეიძლება, იყვნენ მოწვეული ექსპერტები, რომლებიც საკონტრაქტო საფუძველზე გაუზიარებენ და თავიანთ რესურსს მოახმარენ იმ ახალგაზრდებს, ვინც ჩაირიცხება დიპლომატიის აკადემიაში”, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ 27 მაისს განათლების კომიტეტზე.
ამავე თემაზე:
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე