ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა
„სკოლის დირექტორი მოწვეულ, უცხოელ მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლებს სკოლაში ასაქმებს კონკურსის გარეშე“, – ვკითხულობთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესულ ცვლილებებს ეხება.
საქართველოში მასწავლებლობის უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეც მოიპოვებს – წესი დამტკიცდა
“უცხოელი მოწვეული მასწავლებლობის კანდიდატს, რომლის მასწავლებლობის უფლებაც აღიარებულია „უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის“ შესაბამისად და რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება”, – წერია ბრძანებაში.
გარდა ამისა, ბრძანებით განმარტებულია ზემოაღნიშნული სტატუსის მქონე პირთა სკოლაში დასაქმებისთვის აუცილებელი დათქმები, რომლებიც უცხოელ მასწავლებლებზეც ვრცელდება: “მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, მოწვეული, უცხოელი მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა”.
სკოლას უფლება აქვს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარმოდგენა მოსთხოვოს როგორც მასწავლებლობის/სპეციალური მასწავლებლობის მსურველ კანდიდატს, ასევე პირს, რომელიც სკოლაში უნდა დასაქმდეს მოწვეულ, უცხოელ მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლად.
რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებისა და გათავისუფლების საკითხს, ცვლილების თანახმად, ეს საკითხი შემდეგნაირად დაზუსტდა:
„სკოლა უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს მასწავლებლობის მაძიებელთან, მოწვეულ, უცხოელ მოწვეულ ან შემცვლელ მასწავლებელთან.
„თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, მასწავლებელს გამოყენებული აქვს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული შვებულება“.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება