ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მონაწილემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (141-ე ადგილი)
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 2025 წლის 2-9 აგვისტოს ხელოვნური ინტელექტის მე-2 საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) გაიმართა. ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ოლიმპიადის მიზანია, ერთდროულად, ხელოვნური ინტელექტის მიმართ სამეცნიერო ინტერესი გააღვივოს და ტექნოლოგიის მორალური და ეთიკური ასპექტები განიხილოს.
ოლიმპიადაში მონაწილეობა 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
შეჯიბრი ორი ეტაპისგან შედგება:
სამეცნიერო (თეორიული) რაუნდი
საშინაო დავალება, სრულდება დისტანციურად ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი თვის განმავლობაში (საბოლოო შედეგზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს) და დავალება ადგილზე დასწრებით (8 საათი).
პრაქტიკული რაუნდი
ტარდება დასწრებით 4 საათის განმავლობაში. მონაწილეებს სთხოვენ, ამოხსნან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით ფოტოებისა და ვიდეოების გენერირებასთან დაკავშირებული ამოცანები.
წელს მონაწილე ქვეყნებს შორის იყო საქართველოც, რომელმაც AI ნაკრები ოლიმპიადაზე პირველად წარადგინა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი მოსწავლე თემიკო მაჭავარიანი გახდა. მან ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრში 177,39 ქულით, 141-ე ადგილი დაიკავა.
საქართველო ოლიმპიადაზე 2 გუნდით იყო წარმოდგენილი:
I გუნდი
ლიდერი: შოთა ელკანიშვილი
ანტონ ინგოროყვა – 126.35 ქულა
ნიკოლოზ ყიფშიძე – 112.29 ქულა
გიგი მოლაშხია – 120.17 ქულა
ნიკოლოზ გეგენავა – 141.36 ქულა
II გუნდი
ლიდერი: ქეთი სულამანიძე
თემიკო მაჭავარიანი – 177.39 ქულა
საბა მაჭავარიანი – 84.31 ქულა
გიორგი ყაველაშვილი – 46.22 ქულა
ალექსანდრე თედიაშვილი – 112.59 ქულა
ინდივიდუალური შეჯიბრის შედეგებით, ოქროსმედალოსანთა პირველო სამეული კი ასე გამოიყურება:
1. Krzysztof Rojek (პოლონეთი) – 542.05 ქულა
2. Kieran Chai Kai Ren (სინგაპური) – 465.71 ქულა
3. Wang Jiayu (სინგაპური) – 463.17 ქულა
რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრს, საქართველოს გუნდებმა საუკეთესო შედეგების ქვეყნების ათეულში მოხვედრა ვერ შეძლეს.
გუნდურში საუკეთესო შედეგები პოლონეთმა და რუსეთმა აჩვენეს. პოლონეთის ორმა გუნდმა პირველი და მესამე ადგილები დაიკავა, ხოლო რუსეთის გუნდი მეორე ადგილს დასჯერდა.
ვულოცავთ მონაწილეებს და გულშემატკივრებს!
2026 წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება