GE

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრმა მინი ფეხბურთში იუნკერ შალვა ერისთავის სახელობის მატჩს უმასპინძლა

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრმა მინი ფეხბურთში იუნკერ შალვა ერისთავის სახელობის მატჩს უმასპინძლა. ტურნირზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტების წინააღმდეგ იასპარეზეს.

ახალგაზრდებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე გულშემატკივრობდნენ.

თამაშის შემდეგ ახალგაზრდებმა ბათუმში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

სპორტული ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ პრეკამპანიის ფარგლებში გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური