ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ერთ-ერთი აბიტურიენტის გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ამ დრომდე მიმდინარეობს, ერთ-ერთი აბიტურიენტის გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა. ადგილზე დაუძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას და გაწეული იქნა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, ქართულის გამოცდის პირველ სესიაზე 435 აბიტურიენტიდან 7 აპლიკანტი არ გამოცხადდა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნანა ქირიამ განუცხადა. მისივე თქმით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება, საქართველოს მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, აქედან 10 თბილისში მდებარეობს. ცენტრები მოქმედებს: ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავასა და ხულოში.
2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულთა რაოდენობა ასეთია:
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 4 000-მდე სტუდენტი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა – 13 500-მდე კანდიდატი;
- მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – 27 000-ზე მეტი აპლიკანტი.
- აბიტურიენტები – 39 000–მდე აპლიკანტი.
საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესების პარალელურად დაიწყება. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი სასწავლებელების არჩევისა თუ შეცვლის საშუალება სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.
მოამზადა პაპუნა შუშანიამ – ზუგდიდი
რა საკითხები შეხვდათ ქართულის პირველ სესიაზე გასულ აბიტურიენტებს – პირველი შეფასებები
რა ტიპის შეცდომები მოვიდა ქართულის გასარედაქტირებელ ტექსტში – აბიტურიენტი მუხიანის ცენტრიდან
5 დაგვიანებული აბიტურიენტი – ქართულის გამოცდის პირველი სესიის შედეგი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
