საშუალო სკოლა ,,ნინოს” მოსწავლეები საქართველოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ
მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოს” XI და X კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში. მოსწავლეებს მანსპინძლობა ფიზიკის დეპარტამენტის უფროსმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა აკაკი გიგინეიშვილმა გაუწია.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვირტუალური, ვირტუალურ-რეალური და სამეცნიერო ლაბორატორიები. ჩატარდა ცდები, მოხდა დემონსტრირება ელექტრონული ნაკადების მაგნიტურ ველში, ენერგიების გარდაქმნები და ინფორმაციის გადაცემები, როგორც იფრაწითელ დიაპაზონში(ტალღების), ასევე ამ ტალღების გავრცელების გარემოში (ოპტიკური ბოჭკოებში) და ულტრაბგერითი ტალღებით ინფორმაციის გაგზავნა, მათი მოლეკულების გზით.
ვირტუალურ ლაბორატორიაში მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს ცნობილ ფიზიკურ მოვლენებზე ჩატარებული ცდები. მოსწავლეები ასევე გაეცნენ რობოტოტექნიკის მიღწევებს. უნივერსიტეტში არსებულმა მოქმედმა რობოტებმა შეასრულეს რთული მოქმედებები (ცეკვები, საუბარი, ხატვა).
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო



