116-ე საჯარო სკოლის მანდატური ამავე სკოლის პედაგოგის ძმამ სცემა
116-ე სკოლის მანდატურს ვასილ გოდერძიშვილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პიროვნებამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. Aris.ge-განათლების ინფორმაციით, მანდატური ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სამედიცინო პროცედურები უტარდება.
,,დილით სკოლის ტერიტორიაზე ნასვამი პირი შევიდა, ის საფრთხეს უქმნიდა მოსწავლეებს და სასწავლო პროცესს. მანდატურმა შეასრულა თავისი მოვალეობა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირს სკოლის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომელს. ისე, რომ საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება და მისი გადაყვანა სტაციონარში,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე კონსტანტინე ანჯაფარიძემ.
ამ დროისთვის მანდატურის მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს სსიპი გაიღებს. საქმეზე კი გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც Aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი ამავე სკოლის პედაგოგის დავით ფერაძის ძმაა.
,,უჩა ფერაძე, რომელმაც მანდატურს სცემა, ამავე სკოლის მასწავლებლის და „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის, დავით ფერაძის ძმაა. როგორც დადგინდა, უჩა ფერაძეს შვილმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს მანდატურმა წინა დღეს, 20 ოქტომბერს, ხელი ჰკრა და კიბიდან დააგორა. აღნიშნული ფაქტი სათვალთვალო კამერებით გადამოწმდა და არ დადასტურდა.
სამართალდამცველების მიერ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით არის აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება,” – აცხადებენ მანდატურის სამსახურში.
ეკა არის© წივწივაძე
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება