GE

2016-17 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები გამოქვეყნდა

2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ ოლიმპიადის მონაწილეს შორის.

2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის თითოეული საგნის მაქსიმალური ქულები ასე გამოიყურება:

untitled

იხილეთ 2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გამსვლელი ქულები.

2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები კი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

წარმოდგენილი შედეგები აპელაციის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 2 და 3 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე (რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში).

ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ანდა დარჩეს უცვლელი.

მეორე ტურის ტესტები და სწორი პასუხები იხილეთ ბმულზე.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური