2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევი გამოქვეყნდა
2016 წლის სამაგისტრო გამოცდის ინსტრუქცია (გზამკვლევი) გამოქვეყნდა.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (online.naec.ge; www.naec.gov.ge ). რეგისტრაცია 12 აპრილს დასრულდება, თუმცა მაგისტრანტობის კანდიდატს არჩეული ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლება.
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს სიახლეა: შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით. ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.
“მაგისტრანტობის მსურველთათვის დეტალურ ინფორმაცია ჩვენ ვებ-გვერდზეა განთავსებული. დიდი იმედი მაქვს, რეგისტრაციამდე ინსტრუქციებს დეტალურად გაეცნობიან და ყურადღებას მიაქცევენ იმ სიახლეებს, რომლებსაც წელს მაგისტრობის მსურველებს ვთავაზობთ – დაფინანსებასთან დაკავშირებით და არა ტესტის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.
“შინაარსობრივად, ტესტი კვლავ სამი ტიპის იქნება და მაგისტრობის მსურველმა იგი მიმართულებების მიხედვით უნდა აირჩიოს. შარშან 11 მიმართულება იყო, რომლის მიხედვითაც საგამოცდო ტესტის ტიპი განისაზღვრებოდა, წელს კი 12 იქნება . აქამდე საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფიზიკა- მათემატიკა ერთ მიმართულებაში იყო მოქცეული, ახლა კი საინფორმაციო ტექნოლოგიები ცალკე იქნება და ფიზიკა-მათემატიკა ცალკე. შესაბამისად, დაფინანსებაც ცალ-ცალკე მოხდება. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ მაგისტრობის მსურველებმა, როდესაც საგამოცდო ტესტის კონკრეტულ ტიპს აირჩევენ,” – აღნიშნა მიმინოშვილმა.
სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 16 მარტს დაიწყება – პროცედურა და სიახლეები
ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში
-
როგორ დავიბრუნოთ 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხა – ინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა – გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი