GE

გორის სასწავლო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ქართული განათლების სისტემის განვითარებაში და აღნიშნა, რომ გორის უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული და გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი თამარ გოგოლაძე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის და მკვლევარების 54 სამეცნიერო ნაშრომი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური