GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტი ,,იდეა დეველოპერი’’ დაიწყო

სტუდენტური პროექტი ,,იდეა დეველოპერი’’, რომლის ანალოგი ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში არ არის, დეველოპერული კომპანია – idea city-ის, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია – Start-Business Solutions-ისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის 850 სტუდენტიდან პროექტისთვის შეირჩა მონაწილე სტუდენტთა 5 ჯგუფი, რომელთა შექმნაც პროექტის დასაწყისში სპეციალურად გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე მოხდა.

უნივერსიტეტის ცნობით, პირველ ეტაპზე სტუდენტებმა ორი დავალება შეასრულეს, რომელიც შეეხებოდა არქიტექტურული მიმდინარეობების შესწავლას და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. გამოიკვეთა პროექტის წარმატებული გუნდები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური