GE

არაქისი თუ არახისი? ექო თუ ეხო? სერტიფიკატი თუ სერთიფიკატი? რეკვიემი თუ რექვიემი?

ქართულ ენაში უამრავი უცხო წარმოშობის სიტყვაა დამკვიდრებული. ამ სიტყვების ქართულად ჩაწერისა თუ წარმოთქმის დროს თავს იჩენს სირთულეები – როგორ გადმოვიტანოთ t, th, c, ck, k, q –ს მსგავსი ფონემები ტრანსკრიფციისა და ტრანსლიტერაციის წესების დაცვით. მაგალითად, რომელია სწორი:

არაქისი თუ არახისი? ექო თუ ეხო?სერტიფიკატი თუ სერთიფიკატი?რეკვიემი თუ რექვიემი?

გრამატიკული ცნობარის დღევანდელი გაკვეთილი სწორედ ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესების გაცნობას დაეთმობა.

თუ ?

ბერძნული და ლათინური წარმომავლობის სიტყვები ხშირად შეცდომით წარმოითქმის და იწერება რუსული ენის გავლენის გამო. ქართულისთვის ერთადერთ მართებულ ფორმად უნდა მივიჩნიოთ თანხმოვნიანი ფორმები. ხანიანი კი შეცდომაა. შესაბამისად, სწორია:

არაქისი

ექო

ქორო

ბრონქები

ქოლერა

ქირომანტია

თუ ?

უცხოური სიტყვების შემადგენელი QU ქართულად კვ კომლექსით უნდა გადმოვცეთ. C ან CK კი ბგერით გადმოიცემა. შესაბამისად, სწორია:

ადეკვატური

ეკვივალენტი

რეკვიემი

ეკვატორი

კვოტა

კვორუმი

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორ ფორმად მიჩნეულია ლიქიორი ( და არა ლიკიორი).

ct კი ქართულად ქტ კომპლექსით გადმოიცემა:

კაქტუსი

კოქტეილი

დიქტატორი

ოქტავა

გალაქტიკა

თუ ?

თ და ტ თანხმოვანი ხშირად ენაცვლება ერთმანეთს უცხოური წარმოშობის სიტყვებში. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ლათინური T ქართულ ენაში გადმოდის ტ ბგერით. შესაბამისად, სწორია:

სერტიფიკატი და არა სერთიფიკატი

TH კი ქართულში გადმოდის თანხმოვნით:

არითმია

ასთმა

თომასი ( ელიზაბეთი, ჯონათანი)

სიმპათიური

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური