GE

აწსუ-ში გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორმა პრეზენტაცია გამართა

20 ოქტომბერს, აწსუ-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული გარემოს (წყალი, ჰაერი, ნიადაგი, რადიაციული ფონი) დაბინძურების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია.

აწსუ-ის პროფესურისა და სტუდენტებისათვის ქუთაისის დაბინძურების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თამარ ბაგრატიამ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა მსჯელობა-დისკუსია.

ღონისძიების წინ, აწსუ-ის ღია სივრცეში ექსპრეს-ლაბორატორიაში მოხდა ნიადაგის სინჯების აღება, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა და ხმაურის გაზომვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური