GE

ჩემი წიგნი – რას კითხულობს „ხელოვნური სუნთქვის“ სცენარისტი დავით გაბუნია

იშვიათი მოვლენა არ არის, დატკბე შემოქმედებით და არაფერი იცოდე მისი შემქმნელის შესახებ. არც თუ იშვიათად, ამ ბედს მწერლები და დრამატურგებიც იზიარებენ. ვფიქრობ, ჩვენ მიერ ნანახ ფილმთა ჩამონათვალში აუცილებლად იარსებებს ერთი ისეთი მაინც, რომელსაც თვალის მოუშორებლად ვუყურეთ და რომლის საფინალო კადრმა ყელში ემოციები ბურთადაც გაგვიჩხირა, თუმცა მისი სცენარის ავტორის, რეჟისორის ან მთავარი ოპერატორის გვარ-სახელები მაინც ყურადღების მიღმა დავტოვეთ, ან შესაძლოა, მხოლოდ ამ უკანსკნელის დამახსოვრებით შემოვიფარგლეთ.

13332919_234823300233270_5722826284756507603_nერთი შეხედვით, ამ ყველაფერში არც საგანგაშოა რამე და არც სავალალო. ეს ამბავი გულდასაწყვეტიც მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა უნებლიედ აღმოაჩენ, რომ ზოგიერთ მწერალს თუ რეჟისორს რამდენიმე წინადადებით შეუძლია, წიგნთან დაგაახლოვოს, კითხვა საუკეთესო თავშესაქცევად გიქციოს ან თუნდაც წერისაკენ გიბიძგოს.

რუბრიკის „ჩემი წიგნი“ ფარგლებში, სწორედ წერაზე, კითხვასა და წიგნებზე ესაუბრა  EDU.ARIS.GE დავით გაბუანია, მწერალ, მთარგმნელი, სცენარისტი და დრამატურგ.

„პირველ რიგში კითხვა ასოცირდება ბავშვობასთან, როცა თვალების დათხრამდე და შემაწუხებელ შიმშილამდე ვკითხულობდი. ახლა ამდენს ვეღარ ვახერხებ. მახსოვს სახლში რემონტის დროს, საშინელ ხმაურში წაკითხული წიგნებიც. ასე რომ, სიჩუმე და განმარტოება სრულებით არაა აუცილებელი. ახლა დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ტრანსპორტში, კაფეში და სხვა ხმაურიან ადგილებში, სადაც მომიხერხდება.”

დავითმა კითხვა 5 წლის ასაკში ისწავლა. ვერ იხსენებს წიგნს, რომელიც პირველად წაიკითხა, თუმცა ზუსტად იცის, თუ რას წაიკითხავს მომავალში.

„აუცილებლად წავიკითხავ მე-19 საუკუნის ბევრ ინგლისელ რომანისტს, როცა დავბერდები და პენსიაზე გავალ. მომწონს მათი აუჩქარებელი თხრობა, დეტალიზაცია. დღეს ამის დრო არა მაქვს, ამიტომაც გადავდე სიბერისთვის. მთლიანად წავიკითხავ დიკენსს, ოსტინს, ყველა ბრონტეს, ჯორჯ ელიოტს და სხვებსაც მივაყოლებ. ამათგან რაც უკვე წაკითხული მაქვს, იმ რომანებსაც გადავიმეორებ და რაც თავის დროზე გამოვტოვე, ავანაზღაურებ.”

ლიტერატურას პირადი საზომებით აფასებს. როგორც ამბობს, მთავარია, მისი წაკითხვით ისიამოვნოს და სრულიად უმნიშვნელოა ის, თუ  რა არის საზოგადოდ მიღებული, როგორი ადგილი უჭირავს მწერალს ან წიგნს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ წიგნის ძალიან რთული რამ არის.

„წიგნის რჩევა რთულია. კაცმა არ იცის, ვის რა მოსწონს. ერთს მაინც გამოვყოფდი: ასტრიდ ლინდგრენის “ძმები ლომგულები” უნდა წაიკითხოს ყველა ასაკის მკითხველმა. სიკვდილის შესახებ ასეთი ბრწყინვალე წიგნი ძალიან ცოტა თუ დაწერილა.’’

დავით გაბუნია ამჟამად სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ სცენარისტია. მისი პიესები ასევე იდგმება სამეფო უბნის, რუსთაველის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში. სხვა წარმატებებს შორის, აღსანიშნავია, რომ 2012 და 2013 წელს დავითმა მიიღო დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პიესა“.

რუბრიკის სხვა სტუმრები

გვანცა დოლუაშვილი – გორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური