გეოგრაფიის გამოცდაზე მე-11 კლასელების მხოლოდ 2% ჩაიჭრა
გეოგრაფიის გამოცდაზე მე-11 კლასელების მხოლოდ 2% ჩაიჭრა. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.
მიმინოშვილის ინფორმაციით, სულ გამოცდებზე 41 ათსაზე მეტი სკოლის მოსწავლეა დარეგისტრირებული. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ გამოცდები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
„რაიმე სახის ექსცესი არც დედაქალაქში და არც რეგიონებში არ ყოფილა. პროგრამამ გამართულად იმუშავა. სტიქიის გამო მხოლოდ „მომავლის სკოლის“ მოსწავლეები გადავიყვანეთ 55-ე სკოლაში. საუბარია 22 ბავშვზე. 55-ე სკოლამ მათ ძალიან კარგად უმასპინძლა. მოსწავლეებმა თავიანთი შედეგები, გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყვეს. რაც შეეხება ჩაჭრის მაჩვენებელს, ეს არის დაახლოებით 2%“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის დამამთავრებელი გამოცდები დღეს, გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო. მოსწავლეებმა გამოცდა კიდევ სამ საგანში – ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში უნდა ჩააბარონ.
გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-11 კლასელებს აფრთხილებს
მე-11 კლასელთა დამამთავრებელი გამოცდების განახლებული განრიგი
-
რას მიაქცევს ყურადღებას შეფასების კომისია და როგორ დავწეროთ მასწავლებლის წინსვლისთვის სავალდებულო ხედვა – ინსტრუქციები ტრენერისგან
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
by ARIS.GE-განათლება